მომსახურების პაკეტური დარიცხვის ოპერაცია გამოიყენება, როდესაც ერთსა და იმავე მომსახურებას ვარიცხავთ ყოველთვიურად.

მომსახურების შაბლონის დამატება

1. მართვის პანელიდან ვირჩევთ ცნობარები

2. ვაჭერთ მომსახურების შაბლონები

3. ვაჭერთ ღილაკს დამატება

4. ველში მომსახურება, ვირჩევთ მომსაურებას

5. ვაჭერთ ღილაკს დამატება და მყიდველების ჯგუფიდან , ვირჩევთ მყიდველს

6. ოპერაციის დასასრულებლად ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

მომსახურების პაკეტური დარიცხვის დოკუმენტის შექმნა

1. მართვის პანელიდან ვირჩევთ ოპერაციები

2. ვაჭერთ ღილაკს მომსახურების პაკეტური დარიცხვა

3. ვირჩევთ ოპერაციის თარიღს

4. ვაჭერთ ღილაკს შაბლონი და ვირჩევთ მომსახურების შაბლონს

5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა